იორდანიაში ისტორიულ ქალაქ პეტრას მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა
იორდანიაში წყალდიდობის შედეგად ისტორიულ ქალაქ პეტრას მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
Reuters-ის ცნობით, წლის უეცარი მოვარდნის გამო, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ისტორიული ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიიდან 3500 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ანტიკური ქალაქი პეტრა იორდანიის ტერიტორიაზე, სიკის კანიონში მდებარეობს. UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ნაგებობის სანახავად იორდანიას ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.
After Dead Sea flooding two weeks ago killed 21 Jordanians, the country is facing today more intense flooding in Petra. (Video: @AlghadNews) pic.twitter.com/FyJAR21DK1
— Aaron Magid (@AaronMagid) November 9, 2018