იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან მომხდარი სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა
იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან მომხდარი სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
იორდანული სააგენტოების ინფორმაციით, ამანის რაბიას უბანში თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა საპოლიციო პატრულს. სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მოკლულია თავდამსხმელი.
პოლიციამ ალყაში მოაქცია ამანის რაბიას უბანი, სადაც სროლა მოხდა და მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას არ დატოვონ საკუთარი სახლები.
ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე უკვე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა.
ოქტომბერში აფეთქებები და სროლა მოხდა ისრაელის საელჩოებთან დანიასა და შვედეთში.
تغطية صحفية: سماع إطلاق نار في محيط سفارة الاحتلال في العاصمة عمان مع تواجد أمني مكثف pic.twitter.com/Ompju7JX31
— شبكة قدس الإخبارية (@qudsn) November 24, 2024