იორდანიაში, ერთ-ერთ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს
იორდანიის სამხრეთში, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. თავდასხმა ჰამუდის ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა.
ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.
თავდამსხმელები ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან.
იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მაზინ ალ-ფარაიას თქმით, თავდასხმა სამმა ექსტრემისტმა განახორციელა. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი იორდანიაში ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედ რომელიმე დაჯგუფებასთან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
მომხდარს გამოეხმაურა გაერო-ში აშშ-ის ელჩი მაიკ უოლცი, რომელმაც თავდასხმას „სალოცავზე განხორციელებული სასტიკი და ბარბაროსული თავდასხმა“ უწოდა.