იორდანიაში ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის ავტობუსი წყლის დინებამ წაიღო, დაღუპულია 17 ადამიანი
იორდანიაში სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა წაიღო. დაღუპულია 17 ადამიანი, დაშავებულია ათზე მეტი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი აგვარის დაბლობში ექსკურსიაზე მიდიოდა. ხიდი, სადაც ავტობუსი გადაადგილდებოდა ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა და სატრანსპორტო საშუალება დინებამ წაიღო.
დაუზუსტებელი ცნობით, ავტობუსში 45 ადამიანი იმყოფებოდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.