იორდანიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი დააკავეს
იორდანიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი დააკავეს

იორდანიაში სამართალდამცველებმა ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო Petra-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები რამდენიმე მასშტაბური ტერაქტის მოწყობას პოლიციის შენობებთან, ასევე სამხედრო პუნქტებთან და სავაჭრო ცენტრებთან გეგმავდნენ.