იორდანიამ, კორონავირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა
იორდანიამ, კორონავირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო იორდანიამ სკოლებში ორი კვირით სასწავლო პროცესი შეაჩერა, ასევე სამლოცველოები, რესტორნები და ბაზრები დაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. როგორც მთავრობის პრესსპიკრმა ამჯად ადაილამ განაცხადა, იორდანიის ხელისუფლება ვირუსის უკონტროლო გავრცელების თავიდან აცილებას ცდილობს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა საად ჯაბერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს მკაცრი საყოველთაო კარანტინის გამოცხადება.

„ზომები მკაცრია, თუმცა ჩვენც ვიმეოდოვნებთ, რომ ეს ინფიცირების მაჩვენებელს შეამცირებს და თავიდან აგვაცილებს მასშტაბურ ეპიდაფეთქებას, რასაც შედეგად სრული დახურვა მოჰყვება, რადგან ამას კატასტროფული შედეგები ექნება“, – განაცხადა საად ჯაბერმა.

13 სექტემბერს იორდანიაში „კოვიდ-19“-ის 252 შემთხვევა გამოვლინდა, რაც იორდანიისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.