იორდანიამ, გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, გერმანიამ და საფრანგეთმა ღაზის სექტორს საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების 90 პაკეტი მიაწოდეს
იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, გერმანიამ და საფრანგეთმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს ჰუმანიტარული დახმარების 90 პაკეტი მიაწოდეს საჰაერო გზით.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განხორციელდა „პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივების შესაბამისად, ასევე ისრაელსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში“.
„ისრაელის არმია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს მუშაობას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, უარვყოფთ ღაზაში განზრახ შიმშილობის შესახებ ცრუ ბრალდებებს“, – აღნიშნულია თავდაცვის ძალების ოფიციალურ განცხადებაში.