იორდანია ხვალ აშშ-ის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერების მონაწილეობით ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს
იორდანია ხვალ აშშ-ის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერების მონაწილეობით ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს

იორდანია ხვალ აშშ-ის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერების მონაწილეობით ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს, სადაც განხილული იქნება რეგიონისთვის ომის საშიში შედეგები. როგორც იორდანიის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ღაზაში მიმდინარე ომის შეწყვეტისა და პოლიტიკური ჰორიზონტის პოვნის გზებზე, რაც სამშვიდობო პროცესის აღდგენის შესაძლებლობას შექმნის.

ამასთან, იორდანიის მეფე აბდულა ასევე ცალკე სამმხრივ სამიტს გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფათაჰ ალ სისისთან და პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან.

იორდანიის მონარქმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ეგვიპტე არ მიიღებენ პალესტინელ ლტოლვილებს და ეს საკითხი იორდანიისთვის წითელი ხაზია.

მისი თქმით, ჰუმანიტარული სიტუაცია უნდა მოგვარდეს ღაზის შიგნით და დასავლეთ სანაპიროზე.