იორდანია ჰუსეინის საერთაშორისო აეროპორტიდან და ქალაქ აკაბაში მდებარე საზღვაო პორტიდან ევაკუაციას ახორციელებს

14:35, 19.07.2026

მოსალოდნელი საფრთხის გამო იორდანია მეფე ჰუსეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან და წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ აკაბაში მდებარე საზღვაო პორტიდან ევაკუაციას ახორციელებს.

ამის შესახებ იორდანიაში აშშ-ის საელჩოს განცხდებაშია აღნიშნული.

აშშ-ის დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან იორდანიის ხელისუფლების მიერ გაცემული უსაფრთხოების ყველა დირექტივა და თავი შეიკავონ იორდანიაში სამხედრო ბაზებზე სტუმრობისგან.

მსგავსი