იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სინაგოგაში ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 15 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სინაგოგაში ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 15 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებაში, სინაგოგაში ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 15 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. როგორც გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერს, ბოლო მონაცემებით, კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად სულ 213 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არის 12 წლის ბავშვი.

უბედური შემთხვევა გივატ ზეევში მოხდა, სადაც სინაგოგაში ასობით მორწმუნე დღესასწაულს აღნიშნავდა. ნაგებობა ნაწილობრივ აშენებული იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ღონისძიება სინაგოგაში შეკრების აკრძალვის მიუხედავად ჩატარდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაშავებულებისთვის ლოცულობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელში, მერონის მთაზე რელიგიურ დღესასწაულზე ტრიბუნის ჩამონგრევას და ჭყლეტას 45 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.

 

დატოვე კომენტარი