იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მამაკაცი ისრაელელ სამხედროებს ავტომობილით გამიზნულად დაეჯახა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ავტომობილით მოძრავი პალესტინელი მამაკაცი ისრაელის სამხედროებს გამიზნულად დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა სამი ჯარისკაცი, თავდამსხმელი კი, ლიკვიდირებულია. მას ცეცხლი იქვე მყოფმა სამხედრო პირმა გაუხსნა.
ქალაქ ჰებრონის დასავლეთ ნაწილში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.