იოკო ონომ Imagine-ის ქავერი ჩაწერა

იოკო ონომ Imagine-ის ქავერი ჩაწერა. ჯონ ლენონის ქვრივმა, 85 წლის იოკო ონომ, მომღერლის იუბილესთან დაკავშირებით, საკულტო სიმღერის, Imagine-ის ქავერი ჩაწერა. ინფორმაციას variety ავრცელებს.

იოკო ონოს განცხადებით , ახალი ვერსია ძალიან მოეწონებოდა ლენონს.

სიმღერა ჯონ ლენონის შესრულებით 1971 წელს გამოვიდა.