იოკიჩისა და მარეის ისტორიული მატჩი – „დენვერ ნაგეტსმა“ „მაიამი ჰიტი“ ფლორიდაში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

09:20, 08.06.2023

ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარეი NBA-ის ისტორიაში შევიდნენ – ისინი პირველი თანაგუნდელები არიან, რომლებმაც ფინალში, ერთ კონკრეტულ მატჩში სამმაგი დუბლები გაიფორმეს. მათი დახმარებით კი „დენვერ ნაგეტსმა“ „მაიამი“ სტუმარდ დაამარცხა – 109:94.

იოკიჩის სტატისტიკა: 32 ქულა, 21 მოხსნა, 10 პასი.

მარეის სტატისტიკა: 34 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი.

ბატლერის 28 და ადებაიოს 22 ქულა „დენვერის“ დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კოლორადოელები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ და ჩემპიონობამდე ორი მოგებაღა აშორებთ. ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 10 ივნისს მაიამიში გაიმართება.

მსგავსი