სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს, 50-ზე მეტი დაშავებულია
სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს, 50-ზე მეტი დაშავებულია

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს, 50-ზე მეტი დაშავებულია. „ბიბისის“ ინფორმაციით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

ცეცხლი იოჰანესბურგის ცენტრში მდებარე ხუთსართულიან შენობაში ღამით გაჩნდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ძირითად არალეგალი მიგრანტები ცხოვრობდნენ.