იოჰანეს ჰანმა ქართველ ახალგაზრდებს მიმართა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე
ჩვენ არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევნებში, – ასე უპასუხა თბილისში მყოფმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას.
როგორც ჰანმა აღნიშნა, ერთადერთი გზავნილი ექნება ახალგაზრდობისადმი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და წავიდნენ არჩევნებზე.
„ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს წევრებს შორისაც, რადგან არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევანში. ერთადერთი გზავნილია კონკრეტულად ახალგაზრდობისადმი – გამოიყენონ შესაძლებლობა, წავიდნენ არჩევნებში, დააფიქსირონ ხმა, მიიღონ მონაწილეობა ამ დემოკრატიულ შესაძლებლობაში. თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ გამოვცადეთ. გთხოვთ, წადით არჩევნებზე“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.