იოჰანეს ჰანი - სერბეთი და მონტენეგრო სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ევროკავშირის წევრები გახდებიან
იოჰანეს ჰანი - სერბეთი და მონტენეგრო სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ევროკავშირის წევრები გახდებიან

სერბეთი და მონტენეგრო სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდებიან – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა როიტერთან საუბრისას განაცხადა.

„დრო მოვიდა, 1989 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

გავრცელებული ინფორმაციით, იოჰანეს ჰანი თებერვალში სერბეთში გეგმავს ჩასვლას. მომავალ თვეში ჰანი ვაშინგტონშიც მიემგზავრება, მას სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბალკანეთის სახელმწიფოების მხარდაჭერა იქნება.

2018 წლის მაისში კი ბულგარეთში ბალკანეთის სახელმწიფოების სამიტია დაგეგმილი, რომელშიც ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.