იოჰანეს ჰანი - ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება რეალისტური არ არის
იოჰანეს ჰანი - ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება რეალისტური არ არის

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თვლის, რომ ანკარასთვისაც და ბრიუსელისთვის ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, თუ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყდება. ეს განცხადება ჰანმა გამოცემა Welt- თან ინტერვიუში გააკეთა.

„თუ კარგად დავაკვირდებით მაგალითად ემანუელ მაკრონის, ან წევრი სახელმწიფოების სხვა ლიდერების განცხადებებს, დავინახავთ, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება რეალისტური არ არის“,- განაცხადა ჰანმა.

მისი თქმით, ანკარასთვის ისევე, როგორც ევროკავშირისთვისაც, უმჯობესი იქნება, თუ სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესებაზე იფიქრებენ.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ანკარასა და ბრიუსელს შორის უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი ის ჩიხში შევიდა.