ნორვეგიელმა ბიატლონისტმა იოჰანეს ბომ თავის საყვარელ კომპიუტერულ თამაშებზე ისაუბრა.
„ჩემი საყვარელი თამაშია ფიფა, ასევე მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ჩემს კომპიუტერზე ტეტრისს ვთამაშობდი. მთელი წლის განმავლობაში ხშირად ჩოგბურთს ვთამაშობ. ჩემი ფარული ტალანტი ტეტრისშია“, – განუცხადა ბიატლონის საერთაშორისო კავშირის (IBU) პრეს-სამსახურს ბომ.
ნორვეგიელი 1110 ქულით მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას ლიდერობს.