იოჰანე დაუმა - იმედი მაქვს, კვირას ვიტყვით, რომ არჩევნები თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარდა
იოჰანე დაუმა - იმედი მაქვს, კვირას ვიტყვით, რომ არჩევნები თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარდა

იმედი მაქვს, კვირას ვიტყვით, რომ არჩევნები თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოში ჰოლანდიის ელჩმა, იოჰანე დაუმამ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ზუგდიდში მიმდინარე პროცესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ჩვენ აქ მხოლოდ მოსმენის რეჟიმში ვიყავით. მივიღეთ დეტალური ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე პროცესების შესახებ. არჩევნების სხვა ნაწილზე არ გვიმსჯელია. იმედი მაქვს, კვირას ამ დროს ვიტყვით, რომ არჩევნები თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარდა“, – განაცხადა იოჰანე დაუმამ.