იოჰან ვოიტმანი - შენგელიას წინააღმდეგ თამაში სახალისო არავისთვისაა #1TVSPORT
იოჰან ვოიტმანი - შენგელიას წინააღმდეგ თამაში სახალისო არავისთვისაა #1TVSPORT

73:100 – ასე დასრულდა გერმანიისა და საქართველოს მატჩი. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანელებთან დამარცხდა და პლეი ოფში ვეღარ გავა. თავის მხრივ კი, საქართველოსთან მოგებით ჩვენმა მოწინააღმდეგემ თითქმის გაინაღდა 1/4-ფინალში თამაში.

მატჩის დასრულების შემდეგ მიქსზონაში გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მოთამაშეს, იოჰან ვოიტმანს გავესაუბრეთ:

„ქართველებთან სათამაშოდ სერიოზულად ვემზადებოდით. ჩვენს დღევანდელ მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც განსაკუთრებით საშიში სამწამიან ზონაში არიან. ჩვენი სიფრთხილე ზედმეტი რომ არ იყო, ეს მატჩის პირველმა ტაიმმა დაადასტურა.

ანგარიშში სხვაობა დიდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ასეთი უპირატესობა გვქონდა. საპირისპირო სცენარით განვითარდა მოვლენები შესვენების შემდეგ. ჩვენ თამაში წაგვივიდა, ქართველებს – ნაკლებად, ამიტომაც საბოლოო გამარჯვება დაგვრჩა“.

ვოიტმანი თორნიკე შენგელიას გვერდით ესპანურ „ბასკონიაში“ გამოდიოდა…

„თორნიკეს წინააღმდეგ თამაში სახალისო არავისთვისაა. საპირისპიროდ, მის გვერდში თამაში დიდი კომფორტია. იგი ჩემი უახლოესი მეგობარია და საკალათბურთო წარმატებებს ვუსურვებ“.