იოჰან ვადეპული – ზამთრის სეზონი უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, კიევმა თავდაცვის შესაძლებლობა უნდა შეინარჩუნოს

11:32, 28.10.2025

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ზამთრის სეზონს უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დასავლელ მოკავშირეებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ზამთარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„უკრაინამ თავდაცვის შესაძლებლობა უნდა შეინარჩუნოს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იოჰან ვადეპული იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივად რთული გეგმაა და გაიხსენა ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა.

„მე ვვარაუდობ, რომ კომისია შესაბამის გეგმებს თუ წარადგენს, გადაწყვეტილების მიღება დეკემბერშია შესაძლებელი“, – თქვა მინისტრმა.

მსგავსი