იოჰან ვადეპული - კოლეგებს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ვთხოვე, მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკავშირთან, სანქციებისთვის გვერდის ავლა ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს ემუქრება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაში ძალისხმევა უნდა გააძლიერონ.
ვადეპულმა მოუწოდა პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ ომის დასრულებას უკრაინაში.
„რუსეთის აგრესიულ ომის პასუხად დავაწესეთ მასშტაბური სანქციები რუსული სამხედრო მანქანის შესაჩერებლად. მინდა, მკაფიოდ ვთქვა: სანქციებისთვის გვერდის ავლა და რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა პირდაპირ ემუქრება ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს“, – განაცხადა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სთხოვა კოლეგებს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკავშირთან.
„ამ ეტაპზე რუსეთი არ აჩვენებს სერიოზულ მზადყოფნას მშვიდობისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენი პოზიცია რჩება მკაფიო – ზეწოლა რუსეთზე და მხარდაჭერა უკრაინას“, – აღნიშნა იოჰან ვადეპულმა.