იოჰან ვადეპული - იაპონიისა და გერმანიისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ჩინეთის მიერ რუსული სამხედრო მანქანის მხარდაჭერაა
იოჰან ვადეპული - იაპონიისა და გერმანიისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ჩინეთის მიერ რუსული სამხედრო მანქანის მხარდაჭერაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. იოჰან ვადეპულმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტაკეში ივაიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაპონიისა და გერმანიისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ჩინეთის მიერ რუსული სამხედრო მანქანის მხარდაჭერაა.

„ამის გარეშე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნა ვადეპულმა.

პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია და იაპონია მნიშვნელოვნად აფართოებენ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ცვლილებებისა და ჩინეთის „სულ უფრო აგრესიული პოლიტიკის“ გამო.

„ერთად თუ ვიმუშავებთ, შეგვიძლია, გადავლახოთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული უზარმაზარი გამოწვევები. ჩვენ გვაერთიანებს ის ფაქტი, რომ თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მჭიდრო კავშირშია“, – აღნიშნა ვადეპულმა.