იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების განხილვა სურს

23:58, 22.07.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების განხილვა სურს.

იოჰან ვადეპულის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან მოლაპარაკებებს გამართავს, „ზოგადად, უსაფრთხოების სფეროში არსებულ ვითარებაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებზეც“.

მისივე თქმით, სურს ამ გადაწყვეტილებების მიზეზი უკეთ გაიგოს.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს შემდგომი რეფორმების გატარება, „ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და საპარლამენტო მმართველობის გასაძლიერებლად“.

„გერმანია არის და დარჩება უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერად – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად. ამიტომ ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული, დეტალურად ვიცოდეთ, რა ხდება იქ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გადაწყვეტილებები, რომელთა გაგებასაც ჩვენ შევძლებთ, და, მთლიანობაში, უკრაინაში რეფორმების პროცესი გაგრძელდება“, – აღნიშნა ვადეპულმა.

მსგავსი