იოჰან ვადეპული – აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას მოვუწოდე ირანს, კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც მას მოუწოდა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას, რათა სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობა აღდგეს.
„აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას მე მოვუწოდე ირანს, საბოლოოდ კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში რეგიონის მეზობლებთან და აშშ-თან, რათა კონფლიქტი დასრულდეს. ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას, რათა ყველასთვის თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობა იყოს უზრუნველყოფილი“, – წერს ვადეპული.