იოჰან ვადეპული - მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან საუბრისთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან კომპრომისისთვის მზადყოფნა არ ჩანს
იოჰან ვადეპული - მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან საუბრისთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან კომპრომისისთვის მზადყოფნა არ ჩანს

მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან საუბრისთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან კომპრომისისთვის მზადყოფნა არ ჩანს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპა უკრაინის მხარეს იქნება.

„რუსეთის მხრიდან რაიმე მზადყოფნას ვერ ვხედავ, რეალურ კომპრომისზე წავიდეს. ჩვენი აზრით, მზად უნდა ვიყოთ საუბრისთვის და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის საუბრისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ აქვს სურვილი, კომპრომისის ფარგლებში რაიმე მისცეს უკრაინას. ევროპა უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ჩვენ უკრაინის მხარდამჭერები ვართ და თუ რუსეთი და ბატონი პუტინი მზად არიან საუბრისთვის, ბატონ ზელენსკიზეა დამოკიდებული მასთან შეხვედრა“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.