იოჟეფ საბო – საქართველოს ნაკრებისთვის, ფაქტობრივად, არც შეგვიტევია, მთელი მატჩი თავს ვიცავდით #1TVSPORT
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ და ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრამდე უკრაინის ეროვნული გუნდის შანსებზე ისაუბრა და საქართველოსთან მატჩიც გაიხსენა.
„საქართველოს ნაკრებთან მატჩი სანახაობრივი არ იყო. თამაშამდე ვთქვი, რომ ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იგივე იქნებოდა, რაც უნგრეთთან შეხვედრაში, მაგრამ ანდრეა მალდერამ ვლადისლავ ვანატის გარდა ყველა ფეხბურთელი შეცვალა.
ექსპერიმენტული შემადგენლობისთვის გასვლით მატჩში ფრე, შესაძლოა, ცუდი შედეგი არ არის, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, უკრაინის ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებენ.
საქართველოს ნაკრები მუდმივად გვიტევდა, ჩვენ კი მხოლოდ თავს ვიცავდით. მასპინძელთა კართან რეალური საგოლე მომენტი ვერ შევქმენით ყოფილა“, – თქვა საბომ.
უკრაინის ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.