იოავ გალანტი - ისრაელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე
ისრაელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა ოჯახებს განუცხადა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გალანტი ღაზაში მძევლად მყოფების ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აშშ-ში ვიზიტის მიზანი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა იყო, რათა აშშ-ს ზეწოლა მოეხდინა „ჰამასზე“.
„ერთი თვის წინ მე პესიმისტურად ვუყურებდი ჩვენს შანსებს, რომ მალე მიგვეღო შეთანხმება. აშშ-ში ჩემი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო „ჰამასზე“ ზეწოლის მოხდენა, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ იმის გათვალისწინებით, რომ უკეთესი შეთანხმება არ იქნება. დღეს, და ამას ფრთხილად ვამბობ, ჩვენ ამასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა გალანტმა.