იოავ გალანტი - ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება თუ იქნება მიღწეული, ისრაელი „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს მაინც გააგრძელებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება იქნება მიღწეული, ისრაელი „ჰეზბოლაზე“ დარტყმებს მაინც გააგრძელებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
„ღაზაში დროებითი ზავის შემთხვევაში, ჩვენ გავაძლიერებთ ცეცხლს ჩრდილოეთში, გავაგრძელებთ „ჰეზბოლას“ საზღვრიდან გაყვანას და მცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნებას“, – განაცხადა გალანტმა.
როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ისრაელის მიზანი არის „ჰეზბოლას“ დაბრუნება იქ, სადაც საჭიროა.