იოავ გალანტი - ღაზის სექტორისთვის დახმარების გაწევის თაობაზე აშშ-ის გეგმა ხელს შეუწყობს „ჰამასის“ მმართველობის დაშლას
ღაზის სექტორისთვის დახმარების გაწევის თაობაზე აშშ-ის გეგმა ხელს შეუწყობს „ჰამასის“ მმართველობის დაშლას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„პროცესი შექმნილია იმისთვის, რომ დახმარება უშუალოდ მცხოვრებლებამდე მივიდეს და ამით გააგრძელოს „ჰამასის“ მმართველობის კოლაფსი ღაზაში. ჩვენ დახმარებას გავგზავნით საზღვაო მარშრუტით, რომელიც კოორდინირებული იქნება აშშ-თან უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მარაგი აქ მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება და არ გამოიყენონ მათ, ვისაც არ სჭირდება“, – განაცხადა გალანტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.