იოავ გალანტი - ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა იქიდან, სადაც გავჩერდით
იოავ გალანტი - ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა იქიდან, სადაც გავჩერდით

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ დაარღვია ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ისრაელის სამხედროები „სრული ძალით დაუბრუნდნენ ბრძოლას“.

„ჩვენ ვაგრძელებთ ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით”, – განაცხადა გალანტმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაათვალიერა ღაზა ჰაერიდან და სასაზღვრო ზონა ხმელეთიდან და ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევის შედეგებს „ძალიან შთამბეჭდავი“ უწოდა.

„ათასობით ტერორისტი ლიკვიდირებულია, ათობით შტაბზე შეტევა განხორციელდა, ასობით ტერორისტი ავიყვანეთ და ამჟამად ისრაელში არიან. 110 მძევლის დაბრუნება მიღწევაა. მსოფლიოში არცერთ ჯარს არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისრაელის თავდაცვის ძალების სიძლიერის გამო”, – განაცხადა გალანტმა.