იოავ გალანტი - აშშ-მა და მოკავშირეებმა ისრაელს მიაწოდეს ახალი შესაძლებლობები ირანის პოტენციური თავდასხმისგან თავის დასაცავად
იოავ გალანტი - აშშ-მა და მოკავშირეებმა ისრაელს მიაწოდეს ახალი შესაძლებლობები ირანის პოტენციური თავდასხმისგან თავის დასაცავად

აშშ-მა და მოკავშირეებმა ისრაელს მიაწოდეს ახალი შესაძლებლობები ირანის პოტენციური თავდასხმისგან თავის დასაცავად, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ირანისა და მისი მარიონეტების დაგეგმილ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბოლო დღეებში ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის მეთაურობით, ჩვენ დავამატეთ ახალი შესაძლებლობები ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე, დაზვერვაში. ირანი ტერორისტული სახელმწიფოა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ამ ტერორიზმისგან და ვიპოვით მასზე რეაგირების გზებს“, – განაცხადა გალანტმა.

მისივე თქმით, ისრაელის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ისრაელის თავდაცვის ძალების მითითებები და იმოქმედონ მათი ინსტრუქციების შესაბამისად.