იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე აღავლენს.
ღვთისმსახურებაში სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებიც მონაწილეობენ.
წირვას, მრევლთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი იყო და პატრიარქის რანგში ის პირველ წირვას აღავლენს ეპარქიაში.
