იოან კაბაიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, იოან კაბაიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 35 წლის ფეხბურთელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
კაბაი სხვადასხვა დროს თამაშობდა „ლილიში“, „ნიუკასლში“, პსჟ-ში, „კრისტალ პალასში“, „ალ-ნასირსა“ და „სეტ-ეტიენში“.
აწ უკვე ვეტერან ფეხბურთელს მოგებული აქვს საფრანგეთის ლიგა და საფრანგეთის თასი.
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში იოან კაბაიმ 48 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
Coup de sifflet final … pic.twitter.com/8T7zoBNYUI
— Yohan Cabaye (@YCabayeofficiel) February 19, 2021