„ინტერთან“ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოს“ ანტუან გრიზმანი დაეხმარება #1TVSPORT
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
იყო ვარაუდი, რომ ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ ვერც იტალიურ გუნდთან, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით თამაშში დაეხმარებოდა, თუმცა, ესპანური მედიის ინფორმაციით, გრიზმანმა ვარჯიში დაიწყო და „ინტერის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ისტორიაში 175 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ლეგენდარული ლუის არაგონესის რეკორდი გააუმჯობესა.
ესპანური და იტალიური გუნდების შეხვედრა მადრიდში 13 მარტს გაიმართება. იტალიაში ჩატარებული პირველი მატჩი „ინტერმა“ 1:0 მოიგო.