ინტერპოლმა 93 ქვეყანაში 55 ტონა ნარკოტიკი ამოიღო
ინტერპოლმა 93 ქვეყანაში 55 ტონა ნარკოტიკი ამოიღო

ინტერპოლმა 93 ქვეყანაში 55 ტონა ნარკოტიკი ამოიღო.

სამართალდამცავებმა სხვადასხვა ქვეყენაში კოორდინირებული რეიდების შედეგად დიდი რაოდენობით კოკაინი, ჰეროინი და მილიონობით აბი სინთეტიკური ნარკოტიკის კონფისკაცია შეძლო.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს ბრაზილიის სანაპიროსთან გაჩერებულ გემზე, რომელიც კოტდივუარის მიმართულებით აპირებდა გამგზავრებას.

ნიდერლანდებში სამართალდამცავებმა მიაკვლიეს ერთ-ერთ სახლში მოწყობილ ლაბორატორიას, სადაც ექსტაზის ამზადებდნენ.

აზიის სამხრეთში რეგიონში კი,  პოპულარული ნარკოტიკის 18 მილიონი ტაბლეტი ამოიღეს.
სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც 17 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარეს, სულ 1300 ადამიანი დააკავეს.