ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩინეთის სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიარა
ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩინეთის სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიარა

ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩინეთის სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიარა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მენ ჰონვეიმ სასამართლოს მოსმენაზე ქრთამის სახით 14.5 მილიონი იუანის აღება დაადასტურა.

გავრცელებული ცნობით, ქალაქ ტინძიანის სასამართლო განაჩენს დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ამ დრომდე გაურკვეველია ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ვინაობა. მენ ჰონვეის მეუღლე, რომელმაც თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო, ამბობს, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.