ინტერპოლის საზღვაო-სასაზღვრო ოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს
ინტერპოლის საზღვაო-სასაზღვრო ოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს

ინტერპოლის მიერ ჩატარებული საზღვაო-სასაზღვრო ოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს.

კოორდინირებული ოპერაცია სახელწოდებით „ნეპტუნ ორი“ ხმელთაშუა ზღვაში 24 ივლისს დაიწყო და 8 სექტემბრამდე გრძელდებოდა.

ალჟირის, საფრანგეთის, იტალიის, მაროკოს, ესპანეთისა და ტუნისის პორტებში მესაზღვრეებმა 1,2 მილიონი ჩხრეკა ჩაატარეს. დაკავებულებს შორის კი 12 ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

ინტერპოლი მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მოქმედებს. ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში 50 000-ზე მეტ ტერორისტზეა ინფორმაცია.