ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანი აირჩიეს
ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანი აირჩიეს

ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანი აირჩიეს.

ინფორმაციას ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს. ინტერპოლის ხელმძღვანელის არჩევნები დუბაიში ორგანიზაციის ყოველწლიურ კონგრესზე გაიმართა.

კიმ ჩენ იანი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ორი წლის ვადით აირჩიეს.

შეგახსენებთ, ინტერპოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი რუსეთის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი იყო. პროკოპჩუკის კანდიდატურის არჩევას ზოგიერთი ქვეყანა და დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის ამერიკელ სენატორთა ჯგუფი.

სენატორებმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გამოიყენოს აშშ-ის გავლენა, რომ ვლადიმერ პუტინმა და სხვა დიქტატორებმა ინტერპოლი თავიანთი მიზნებისთვის ვერ გამოიყენონ. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ინტერპოლის ხელმძღვანელის არჩევნებზე სამხრეთ კორეელ კანდიდატს, კინ ჩენ იანს დაუჭერდა მხარს.

ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, მენ ჰუნვეიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქრთამის აღებასა და კანონის დარღვევაში დასდო ბრალი.

დატოვე კომენტარი