ინტერპარტიული ჯგუფი „პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვს
ინტერპარტიული ჯგუფი „პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, პარლამენტის მიერ მიღებულ, „პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში“ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვს.

პარტიები იმ ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს ფრაქციის შექმნის შემთხვევაში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ენიჭება და შესაბამისად,  ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს.

ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით უმრავლესობა წინასაარჩევნოდ სატელიტი პარტიების ფინანსურ გაძლიერებას ცდილობს, რათა მომავალი პარლამენტი ფსევდო-მრავალპარტიული იყოს. მათი თქმით, ცვლილება „მრეწველთა“ პარტიას უკავშირდება, რომელსაც პარლამენტში ამჟამად ერთი დეპუტატი ჰყავს – ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე. ნოზაძემ უმრავლესობის ფარგლებში ფრაქცია შექმნა. ცვლილების ავტორი დეპუტატ გია ჟორჟოლიანთან ერთად, სიმონ ნოზაძეც იყო.