ინტერნეტსივრცეში ბათუმზე ახალი ვიდეორგოლი განთავსდა [ვიდეო]

ინტერნეტსივრცეში ბათუმზე დღეს ახალი ვიდეორგოლი განთავსდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ვიდეორგოლი კამპანიის – „აირჩიე ბათუმი“ ფარგლებში მოამზადა.

ვიდეორგოლში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი მონაწილეობს. ისინი საკუთარ ემოციებს აჭარის სხვადასხვა ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით იხსენებენ და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე განაგრძობს. უცხოეთში კი, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წლის ბოლომდე გაეცნობიან.