„ინტერმედია +“- ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ინტერმედია +“- ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

„ინტერმედია +“- ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც კახაბერ ანჯაფარიძემ განაცხადა, „რუსთავი 2“-ს მის კომპანიასთან თანამშრომლობით არ უზარალია.

„ყველაფერი, რაც კეთდებოდა, იყო „რუსთავი 2“-ის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ ეს აბსურდია და ამ საქმეს სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. რაც შეეხება დღევანდელ გამოკითხვას, ჩვეულებრივად დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით ვარ გამოკითხვაზე დაბარებული.  ნიკა გვარამია იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, არის და დღეის იქითაც იქნება. ამ საქმეს არ აქვს სამართლებრივი შინაარსი, შესაბამისად პროკურატურა დაინტერესდა, რადგან მას ჭარბი და მომეტებული ინტერესი აქვს ნიკა გვარამიასთან. როგორც იურისტი, ცხადია არ ველოდები „ინტერმედია +“ – ის რომელიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემას, რადგან სამართლებრივად გაუმართლებელი იქნება, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა კახაბერ ანჯაფარიძემ.