„ბრეშიას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი უახლოესი სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დიდი ალბათობით კლუბს შეიცვლის, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა.
ჟურნალისტის ინფომაციით, 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში მთავარი პრეტენდენტი „ინტერია“ და მილანური კლუბის წარმომადგენლები „ბრეშიას“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.
ნიკოლო სკირა ირწმუნება, რომ „ინტერმა“ სანდრო ტონალის ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა. გათვალიწინებულია ბონუსებით წახალისებაც, რაც მთლიანად ტონალის შედეგიანობაზე იქნება დამოკიდებული.
სანდრო ტონალის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსნიშნავია, რომ 20 წლის ნიჭიერი ფეხბურთელით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები, მათ შორის „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.