„ინტერმა“ რაჯა ნაინგოლანი 38 მილიონად იყიდა
„ინტერმა“ რაჯა ნაინგოლანი 38 მილიონად იყიდა

მილანის „ინტერმა“ დაადასტურა „რომადან“ ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერი.

ბელგიელმა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„რომას“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნაინგოლანი 38 მილიონ ევროდ გაიყიდა.

რაჯა ნაინგოლანი არ არის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების რიგებში და ისვენებს ახალი სეზონის წინ. მან „ინტერში“ გადასვლა იმით ახსნა, რომ მილანელებს ყველაზე მეტად ესმოდათ ფეხბურთელის.