მილანის „ინტერი“ ინტერესს გამოთქვამს ლონდონის „არსენალის“ ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიმართ. ეს ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ გაავრცელა.
„ინტერი“ მზად არის, ზაფხულში გამოეთხოვოს ფორვარდ ლაუტარო მარტინესს, რომელსაც „ბარსელონაში“ გადასვლა სურს. იტალიური კლუბი 31 წლის ობამეიანგში არგენტინელის სრულფასოვან შემცვლელს ხედავს.
უფრო ადრე პრესაში დაიწერა, რომ „არსენალი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ობამეიანგთან კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელებაზე, მაგრამ გაბონელმა არა ერთხელ განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლა სურს.
ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა. ამ სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.