„ინტერმა“ გაუმჯობესებული კონტრაქტი გაამზადა, ლუკაკუ მილანში გაფრინდა
მილანის „ინტერი“ რომელუ ლუკაკუსთან შეთანხმების მიღწევას უახლოვდება. როგორც „ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია“ იუწყება, იტალიურმა კლუბმა ბელგიელ ფორვარდს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რის შემდეგაც ლუკაკუ მილანში დაუყოვნებლივ გაფრინდა.
ივლისში ინტერმა მანჩესტერ იუნაიტედს 54 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზე, თუმცა ინგლისელებმა ამაზე უარი განაცხადეს, ფეხბურთელის აგენტი ფედერიკო პასტორელო კი ოთხშაბათს ლონდონში გაფრინდა, რათა პრობლემა რამენაირად მოეგვარებინა.
რაც შეეხება თავად ლუკაკუს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ის თავის ყოფილ გუნდთან, „ანდერლეხტთან“ ერთად ვარჯიშობდა.
ოთხშაბათსხვე პასტორელომ თავის ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის და ლუკაკუ ერთად სხედან თვითმფრინავში. ფოტოს ახლავს წარწერა: „მზად ვართ აფრენისთვის. დანიშნულების ადგილი – მილანი“.