„ინტერმა“ და „არსენალმა“, შესაძლოა იკარდი და ობამეიანგი გაცვალონ
„ინტერმა“ და „არსენალმა“, შესაძლოა იკარდი და ობამეიანგი გაცვალონ

მილანის „ინტერი“ მზად არის, შესთავაზოს „არსენალს“ ფორვარდი მაურო იკარდი ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ, – ამტკიცებს „ტუტოსპორტი“.

გაცვლა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „პარი სენ-ჟერმენი“ არ გამოისყიდის არგენტინელის კონტრაქტს. იკარდი „ინტერის“ საკუთრებაა, მაგრამ მილანური კლუბი ფეხბურთელთან გამოთხოვებას აპირებს.

ამავდროულად, „ინტერი“ დაინტერესებულია ობამეიანგის დამატებით, რომელსაც პრესა „არსენალიდან“ წასვლას 2020 წლის ზაფხულში უწინასწარმეტყველებს. ასე რომ, მსგავსი გარიგება, შეიძლება ორივე გუნდს აწყობდეს.

2019-20 წლების სეზონში იკარდიმ პსჟ-ში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 20 გოლი გაიტანა. ობამეიანგის სტატისტიკაა – 20 გოლი 32 მატჩში.