მილანის „ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა საფრანგეთის ნაკრების მცველის, ბენჟამენ პავარის შეძენის შესახებ. იტალიურ კლუბს მიუნხენის „ბაიერნიდან“ ფეხბურთელის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
„ინტერმა“ პავართან 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.
ამ ზაფხულს პავარით ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა გადაიფიქრა ფრანგის შეძენა.