მილანის „ინტერი“ მოელაპარკა კონტრაქტზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს ალექსის სანჩესს, – იტყობინება „სქაი სპორტ იტალია“ (Sky Sport Italia). ლაპარაკია იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, „ინტერმა“ შეიძინა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ.
გასულ სეზონში 30 წლის სანჩესმა 27 მატჩი ჩაატარა „იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.
30 წლის ჩილელი 2007-11 წლებში თამაშობდა იტალიაში, კერძოდ, „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა.