„ინტერი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას მოაწყობს
„ინტერი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას მოაწყობს

„თავისუფალი ფეხბურთი“ საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ პარტნიორი გახდა. ამის შესახებ პირველ არხს ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ლევან სეთურიძემ განუცხადა, რომელიც „თავისუფალი ფეხბურთის“ პროექტების მენეჯერ პეტრე სარდანაძესთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. მათ შეხვედრები გამართეს მილანის „ინტერის“ ოფისში „ნერაძურის“ ადმინისტრაციის უფროს ჯოვანი გარდინთან, ფრანჩესკო ტოლდოსთან და აკადემიის ხელმძღვანელებთან. ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგიც ძალიან მნიშვნელოვანია – „ინტერის“ აკადემიის საქართველოში საზაფხულო სკოლას მოაწყობს, ასევე დაიგეგმა სხვადასხვა საინტერესო პროექტები, რომელთა შესახებაც ორგანიზაცია უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

პროექტში მონაწილე ბავშვებს იტალიელები საუკეთესოებს შეარჩევენ და „ინტერის“ აკადემიაში სტაჟირებაზე მიიწვევენ. პროექტის განხორციელება კი 2018 წლის ზაფხულში დაიწყება.